ART.GOV.GE   >   არქივი   >   2012   

არქივი




ფიროსმანი /მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა/

ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (გუდიაშვილის N7) ამა წლის 13 დეკემბერს 12:00 საათზე.

ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი (gch-centre.ge) და საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა (nplg.gov.ge) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართავენ მრგვალ მაგიდასა და პუბლიკაციების გამოფენას სახელწოდებით: „ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“.
აღნიშნული ერთგვარი პრელუდიაა ვრცელი პროექტისა, რაც ფიროსმანის ფენომენის ყოველმხრივ კვლევას ისახავს მიზნად და გაისად დაგეგმილი საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციით დასრულდება. ჩუბინაშვილის ცენტრი გეგმავს ფართო თანამშრომლობას საქართველოს წამყვან კულტურის დაწესებულებებთან და თვალსაჩინო უცხოელი და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების მოწვევას. კონფერენციას ეწოდება „ფიროსმანი და ქართული კულტურა“, სადაც იმუშავებს როგორც ფიროსმანისადმი მიძღვნილი თემატური, ისე თავისუფალი, ზოგადქართველოლოგიური სექციები.
ამჯერად ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია მრგვალი მაგიდის გარშემო, გულისხმობს ხელოვნებათმცოდნეთა სამეცნიერო შეხვედრას. დასწრება შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს როგორც სტუდენტ-ხელოვნებათმცოდნეთათვის, ისე ხელოვნებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. სადისკუსიო საკითხების დასმასა და დისპუტში მონაწილეობს 10 მეცნიერი ჩუბინაშვილის ცენტრიდან, ეროვნული არქივიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამხატვრო აკადემიიდან, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრიდან.

ნიკო ფიროსმანი 150

08 დეკემბერი 2012 – 30 მარტი 2013
ეროვნული გალერეა
2012 წლის 8 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ნიკო ფიროსმანის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს.

გოჩა კაკაბაძე, მამუკა შენგელია /საშობაო გამოფენა/

გალერეა "ვანდა" გიწვევთ
საშობაო გამოფენაზე
გოჩა კაკაბაძე და მამუკა შენგელია (მინიატურები)
გახსნა: პარასკევს, 7 დეკემბერს 19 საათზე
დ. ჭონქაძის ქ. #14
+995 32 293 42 86
vandahobby@hotmail.com
www.vandagallery.com

საშობაო გამოფენა

გალერეა შარდენი

გიწვევთ ახალი ჯგუფური გამოფენის გახსნაზე.
გამოფენაში მონაწილეობენ: ალექსანდრე(სანდრო) ანთაძე, მაკა ბატიაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, თინა ჩხიკვიშვილი, თუთუ კილაძე, ნინო მოსეშვილი, თორნიკე აბულაძე, გიორგი გაგოშიძე, სოფო კუპრაშვილი, ქეთი დავლიანიძე, მაკა ჯებირაშვილი, ნინკა კინწურაშვილი.

ნინო კალანდიას და პაპუნა პაპასკირის ერთობლივი პროექტი 13/13

თბილისის ეროვნული მუზეუმი / "ქარვასლა"/

30.11. 2012–10.12.2012

13 თვე და 13 დღე გაგრძელდა აფხაზეთის კონფლიქტი,
რომელმაც ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უფრო მეტი უსახლკაროდ დატოვა...
გამოფენა არ ეძღვნება არც ომს და არც მშვიდობას, ის ეძღვნება შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს, ტკივილსა და სიხარულს, გაცნობიერებულსა თუ გაუცნობიერებელს, მარტოობასა და სიჩუმეს,
13 თვეში და 13 დღეში წართმეულ ბავშვობას...



მემკვიდრეობა და თანამედროვეობა

29 ნოემბერი 2012 – 12 დეკემბერი 2012
ხელოვნების მუზეუმი
გამოფენა ეძღვნება ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარის, მერი კარბელაშვილის (1927-2006) დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.
გამოფენაზე თავმოყრილია იმ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა შემოქმედების შესწავლასა და კვლევას ეთმობა მერი კარბელაშვილის სამეცნერო მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი. ექსპოზიციაზე თავმოყრილი სახვითი ხელოვნების ნიმუშების ნაწილის ექსპონირება პირველად ხდება.
ექსპოზიციის გაცნობისას, მნახველს საშუალება ეძლევა თვალი გაადევნოს XX საუკუნის სახვითი ხელოვნების დარგთა განვითარებაში მიმდინარე პროცესებს.




ალექსანდრე ფლორენსკის გამოფენა "ახალი სურათები"

ბაია გალერეა
22.11.2012–27.11.2012

ვახტანგ (ტატო) ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა

16.11.2012

გალერეა "ვანდა"
მისამართი: ჭონქაძის ქ. 14, თბილის, საქართველო


ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება

ეროვნული მუზეუმი /ქარვასლა/
20.10.2012-05.11.2012

2012 წლის 20 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ პროექტს ,,ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება", ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილ IV საერთაშორისო გამოფენას და საუბრებს ,,ფიროსმანის მაგიდასთან".

მედიის მიღმა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გამოფენის გახსნა 12 ნოემბერს 18 საათზე.
სპეციალური დისკუსია 13 ნოემბერს 16 საათზე.

გიორგი გომიაშვილის(1972–2012) პერსონალური ფოტო–გამოფენა



09 ნოემბერი 2012 – 20 ნოემბერი 2012
თბილისის ისტორიის მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი 2012 წლის 9 ნოემბერს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ გიორგი გომიაშვილის (1972-2012) პირველ პერსონალურ ფოტო-გამოფენას.

მალხაზ კუხაშვილის პერსონალური გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი /ქარვასლა/

08.11.2012–20.11.2012

თბილისის პირველი ტრიენალე "თამაშგარე ეფექტი"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
20.10. 2012–20.11.2012
თბილისის პირველი ტრიენალე მოიცავს მრავალფეროვან კურატორულ მეთოდებსა და მიდგომებს, სადაც ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ვიზუალური ხელოვნების პრაქტიკას, არამედ სახელოვნებო განათლებასა და მასთან დაკავშირებულ კვლევის ფორმებს.

თბილისის პირველი ტრიენალე "თამაშგარე ეფექტი"

19.10. 2012–20.11.2012

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

არტისტერიუმი–2012

ეროვნული მუზეუმი /ქარვასლა/
05.10.2012–15.10.2012

80-იანი წლების დასასრულის და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება

25.09.2012-20.11.2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა
მისამართი: რუსთაველის გამზირი #11

BLACKOUT – ლადო ბეროზას პერსონალური გამოფენა

20.09.2012-12.10.2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი

BLACKOUT - ექსპოზიცია წარმოდგენილია ხელოვნების მუზეუმის სამ საგამოფენო დარბაზში, სადაც ლადო ბეროზა სკულპტურული ობიექტებით და ინსტალაციებით ახდენს სივრცის, როგორც ერთი მთლიანი ნამუშევრის ორგანიზებას. ამ ნამუშევარს მხატვარი ხედავს სინამდვილისა და რეალობის გასაყარზე. რეალობა კი მისთვის სინამდვილის აღქმისა და უკვე ტრანსფორმირებული სინამდვილის სისტემაა.
ლადო ბეროზა (ვლადიმერ ბეროზაშვილი) ქართველი ემიგრანტია. 2000 წლიდან ცხოვრობს ბერლინში. 2010 წელს დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და 2010-2011 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაისტერშულერი. 2010 წელს მიიღო “DAAD”-ეს სტიპენდია. 2010 წლიდან ლადო ბეროზა მხატვართა კავშირის „Milchhof e.V in Berlin“ წევრია. ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.

პროექტის ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აიპ „კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრი“

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
გამოფენა იმართება გერმანია-საქართველოს ერთობლივი სამუზეუმო კონგრესის პარალელურ პროგრამაში.

"ვერა ფაღავა, თბილისი"

15.09.2012-15.10.2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა
ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ვერა ფაღავას სახ. ასოციაცია, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

AGATE EMERALD

გალერეა ამადეო
აბესაძეს ქ.#4

 

გამოფენა "A Feast at masters"

გაცნობებთ, რომ პოლონელ ხელოვანთა ასოციაცია ა.წ. 23 ნოემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ქ. კრაკოვში მართავს გამოფენას "A Feast at masters". გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზატორები იწვევენ 50 უცხოელ ხელოვანს.

განაცხადების მიღების ვადა – 30 ივლისი, 2012.


გამოფენის პირობებისა და სააპლიკაციო ფორმის მისაღებად დაგვიკავშირდით.

ეროვნულ გალერეა
რუსთაველის გამზირი 11
215 73 00
info@art.gov.ge

ალექსანდრე ბანძელაძე – რეტროსპექტივა

ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ

ალექსანდრე ბანძელაძის პერსონალურ გამოფენას

"საზღვრებს მიღმა"
25 ივლისი–10 სექტემბერი, 2012


პეტრე ოცხელი– რეტროსპექტივა

ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ

პეტრე ოცხელი


რეტროსპექტივა 13 ივლისი–10 სექტემბერი

Euroamericana

VII Euroamericana-ს გამოფენა, 2012
"მესიჯი მშვიდობისთვის"
რეგისტრაცია 15 აგვისტომდე
ნამუშევრების გაგზავნა 30 აგვისტომდე
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: www.euroamericana.com.pe

ვახო მუსხელიშვილის პერსონალური გამოფენა

ბაია გალერეა წარმოგიდგენთ ამერიკაში მოღვაწე მხატვრის ვახო მუსხელიშვილის გამოფენას "ალტამირა".
გამოფენის გახსნა 26 ივნისს 19 საათზე
შარდენის ქ.#10








თენგიზ მარის პერსონალური გამოფენა "უცხო ხილი"

გალერეა "ვანდა" გიწვევთ თენგიზ მარის პერსონალურ გამოფენაზე "უცხო ხილი".
გახსნა: 27 ივნისს; 19:00.
მისამართი: ჭონქაძის ქუჩა №14

მიხეილ ხვიტიას პერსონალური გამოფენა

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ამა წლის 20 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით წარმოგიდგენთ საქართველოს დამსახურებული მხატვრის მიხელ ხვიტიას პერსონალურ გამოფენას–"მიხეილ ხვიტიას თვალით დანახული საქართველო".გამოფენის გახსნა–20 ივნისს, 18.00 საათზე.











გოჩა კაკაბაძე, მამუკა შენგელია

ბაია გალერეა გიწვევთ გამოფენაზე
გოჩა კაკაბაძე, მამუკა შენგელია–ილუსტრაციები იაკობ გოგებაშვილის "საღრმთო
ისტორიისთვის".
18.06. 2012–24.06.2012
შარდენის ქ. #10



ფოტო გამოფენა "სირია: მხილება"

02.06.12- 28.07.12
გახსნა - 2 ივნისი, 20.00 სთ.
ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.

გამოფენა ფოტოგრაფთა იმ პატარა ჯგუფის ფოტოებს აერთიანებს, რომლებმაც უკანსკნელი თვეების მანძილზე სირიაში მიმდინარე დრამატული პოლიტიკური მოვლენების განვითარების დოკუმენტირება შეძლეს. ზოგმა დიდი რისკის ფასად, ზოგმა კი სიცოცხლის ფასად. როგორც ეს ახალგაზრდა ფრანგი ფოტოჟურნალისტის რემი ოშლიკის შემთხვევაში მოხდა, რომელიც 22 თებერვალს ქალაქ ჰომსში ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებული ძალების მიერ უცხოელ ჟურნალისტთა პრეს ცენტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
გამოფენა რემი ოშლიკის გარდა, ალესიო რომენცის, პოლ კონროის, უილიამ დენიელსის და უცნობი სირიელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს და სირიაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი სულისშემძვრელი დოკუმენტაციაა.


ფოტო გამოფენა "ჩეჩნეთის გზაზე, 1994-2003" სტენლი გრინი

31.05.12-30.07.12
გახსნა - 31 მაისი, 20.00 სთ /ავტორის თანდასწრებით/ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11

"ეს ფოტოები ომზე და იმ მსხვერპლზეა ომს რომ მოჰყვება. მაგრამ ეს ფოტოები იმ ფოტოჟურნალისტებზეც არის, რომლებსაც სურთ სიბნელეში შუქი შეიტანონ.
შავ-თეთრი ფოტოების ეს სერია იმ სიბნელის ნათელი მაგალითია, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. ჟურნალისტები დღეს “უბედურების ტურისტებივით” არიან ერთი ცხელი ადგილიდან მეორეში რომ მოგზაურობენ. მე არასდროს მქონია სურვილი ასეთი ფოტოგრაფი ვყოფილიყავი. მე მჯერა, რომ უმჯობესია დიდ ფოტო სერიებზე მუშაობა, რომლებიც ფოტოჟურნალისტების ხანგრძლივი მუშოაბის მაგალითია დღესაც და გუშინაც. ვფიქრობ, ამაზეც უნდა დავფიქრდეთ ამ ფოტოების ხილვისას. ხანდახან ჩვენ უბრალოდ ტრაგედიები გვჭირდება" - სტენლი გრინი.




ფოტო გამოფენა "შავი ზღვის ფერები"


29.05.12 - 30.06.12

გახსნა - 29 მაისი, 20.00 სთ. /ავტორების თანდასწრებით/
ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.

”შავი ზღვის ფერები” თანამედროვე ფოტოგრაფიის 10 ცნობილი ავტორის ფოტოებს აერთიანებს. მათ შორის არიან: კლაუდი სლუბანი, ვანესა უინშიფი, ჯორჯ გეორგიუ, ბორის მიხაილოვი, გიორგი პინხასოვი, იური კოზირევი, იუსტინა მელნიკევიჩი, ფილიპ გიონი, ჟულიენ დანიელი.
გამოფენა შავი ზღვის აუზის 6 ქვეყანაში სხვადასხვა დროს - მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან 21-ე საუკუნის 10-იან წლებამდე გადაღებული ფოტო სერიებიდან დაკომპლექტდა. ბორის მიხაილოვის “ყირიმული სნობიზმი”, იუსტინა მელნიკევიჩის საქართველო სერიიდან “Devided Lines. Shared Sorrows”, ჯორჯ გეორგიუს თურქეთი, კლაუდი სლუბანის “ზამთრის მოგზაურობა”, იური კოზირევის “ყირიმი-საბჭოთა ნოსტალგია”, გიორგი პინხასოვის აფხაზეთი, ვანესა უინშიფის უკრაინა, საქართველო და თურქეთი, რაფალ მილახის “Black Sea of Concrete” – ეს არის თანემდროვე ფოტოგრაფიის მეტრების მიერ დანახული “შავი ზღვის ფერები”.

დიმიტრი შევარდნაძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული გამოფენა ეროვნულ გალერეაში

21.05.2012 - 27.05.2012
ეროვნული გალერეა / რუსთაველის გამზირი 11/

საქართველოს ეროვნულ გალერეას ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში პირველად გამოიფინა დიმიტრი შევარდნაძის მიერ გადაღებული ფოტოები, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის რამდენიმე ფერწერული ტილო, ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები ირაკლი მახარაძის ფილმიდან „დიმიტრი შევარდნაძე“, გამოქვეყნდა დიმიტრი შევარდნაძის პირადი წერილები; მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან - ბრძანება და ცნობა დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შესახებ.
ამავე დღეს ეროვნულ გალერეაში გაიხსნა კაფე, რომელიც მომავალში მუზეუმის დამთვალიერებელს უმასპინძლებს.

პერფორმანსი "...სტუმრად მოდისთან"

აბესაძის ქ.#4

"არტ ნუვო რიგაში"

04.05.2012 - 24.05.2012
ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11

რიგის ცენტრის დღევანდელი სახე მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, სადაც არტ ნუვოს სტილის შენობები ურბანული სტრუქტურის თითქმის 40% შეადგენს. ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში.
ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო ლატვიელი არქიტექტორების კონსტანტინე პეკშინის, ფრიდრიხ შეფელის, ალფრედ აშენკამფის, მაქს შერვინსკის, ნიკოლოზ ბოკლაფის, ეიჟენს ლაუბეს, კარლის იოჰან-ფელსკოს, ალექსანდრე შმელინგის, იანის ალკსნისი და ინჟინერ მიხეილ ეიზენშტეინის პროექტების მიხედვით აგებული სახლების ფოტოები.
გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, რიგის საქალაქო საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, რიგის არტ ნუვოს ცენტრი.
გამოფენის მხარდამჭერია კომპანია "RIETUMU".

პროექტი "არტ - ტერიტორია. საქართველო"

29.04.2012-28.05.2012
ახალი გალერეა

პროექტი “არტ - ტერიტორია. საქართველო” ითვალისწინებს XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე კულტურული პროცესების ჩვენებას - კულტურის იმ ობიექტებით, სურათებით, ბეჭდური, დოკუმენტური, საარქივო მასალით, ფოტოებით, რომლებიც საქართველოს კერძო კოლექციებშია დაცული. მათი უმრავლესობა უცნობია საზოგადოებისათვის და პირველად იქნება ექსპონირებული. პროექტის გამოფენები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, გეოგრაფიული ტერიტორიის ფარგლებში კულტურის განვითარების მიმდინარეობის წარმოჩენას და მეორე მხრივ - ხელოვნების ტერიტორიის შეფასებას კონკრეტული ადგილისა და დროის მიხედვით. პროექტის პირველი გამოფენა მეცხრამეტე საუკუნეს და მეოცე საუკუნის პირველ 30 წელს მოიცავს და საქართველოში მოღვაწე ქართველი და არაქართველი მხატვრების ნამუშევრებს გვაცნობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია: შალვა ქიქოძის, დავით კაკაბაძის, ვერა როხლინას, ირინა შტენბერგის, მიხეილ გოცირიძის, სერაპიონ ვაწაძის, იოსებ გაბაშვილის, ემა ლალაევს, სიგიზმუნდ ვალიშევსკის, ვალერიან სიდამონ - ერისთავის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, გრიგოლ გაგარინის უნიკალური წიგნი “კავკასიის ღირშესანიშნაობები” და სხვა.

„დიადი მიზნების სახელოსნო“,

არტ ცენტრი „ტიფლის ავენიუ“ 28 აპრილს 18:00 საათზე წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფურ გამოფენას დიადი მიზნების სახელოსნო“, რომელიც გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის სივრცეში. გამოფენის ორგანიზებასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს არტ ცენტრი „ტიფლის ავენიუ“. გამოფენა გაგრძელდება 8 მაისამდე.


გალერეის პრეზენტაცია

თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა. სერგი სიხარულიძის პირველი პერსონალური გამოფენა "ალტერ ეგო".

აბესაძის #4

თბილისის სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის (4 სრთული) 508 აუდიტორია

23.04.2012 13.00
თბილისის სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის (4 სრთული) 508 აუდიტორია
ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება 13.00- 14.00 სთ-ზე
ვორკშოპის ხანგრძლივობა 3 სთ


 

ნინო ყურაშვილის და ნინო არზიანის გამოფენა–გაყიდვა

ახალ გალერეაში იმართება ნინო ყურაშვილის და ნინო არზიანის გამოფენა–გაყიდვა. გამოფენა გაგრძელდება მხოლოდ ერთი დღე.

გურამ (ხიტა) ქუთათელაძის რეტროსპექტიული გამოფენა

05.04.2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმი-ხელოვნების მუზეუმი
თბილისი, გუდიაშვილის ქ. 1



გიორგი შავგულიძე "უსასრულო კედლის შეგრძნება'"

01.04.2012
მ. ბერძენიშვილის სახ. კულტურის ცენტრი "მუზა"
0162 კუს ტბის გზა, თბილისი, საქართველო
+995 32 29 45 50
pr@art-muza.ge
www.art-muza.ge


მერაბ აბრამიშვილის პერსონალური გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია

16 მარტს 18:00სთზე ახალი გალერეა წარმოგიდგენთ მერაბ აბრამიშვილის გამოფენას და კატალოგის პრეზენტაციას. გამოფენა ეძღვნება მერაბ აბრამიშვილის 55 წლის იუბილეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები ოჯახიდან და კერძო კოლექციებიდან.
გამოფენა გაგრძელდება 5 აპრილის ჩათვლით.

მისამართი: ბესიკის 26

მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა

16.03.2012-27.03.2012
გალერეა "შარდენი" (სასტუმრო "თბილისი მარიოტი")

რუსთაველის 13, თბილისი, საქართველო



 

“Undergo. the parallels”

გეოეარის მიერ 2012 წლის მაის-ივნისში დაგეგმილი საგამოფენო პროექტის “undergo. the parallels” ფარგლებში, რომელიც უნდა ჩატარდეს თბილისის დაახლოებით 10 მიწისქვეშა გადასასვლელში, ვაცხადებთ კონკურს სახელოვნებო პროექტებზე.
საგამოფენო პროექტი “undergo. the parallels” უნდა ჩატარდეს თბილისის დაახლოებით 10 მიწისქვეშა გადასასვლელში: ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, კოლმეურნეობის მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე ოპერის წინ, ფილარმონიის ქვეშ, სასტუმრო “რედისონის” ქვეშ, კოსტავას ქუჩაზე ყოფილი “საჭაშნიკოს” წინ, გმირთა მოედნის ქვეშ, ვაკის პარკის გადასასვლელში ჭავჭავაძის გამზირზე.

პროექტს “undergo. the parallels” აქვს ორი მთავარი მიზანი: პრაქტიკული და არტისტული.
პრაქტიკული მიზნების თვალსაზრისით ჩვენი სურვილია. თბილისის მოსახლეობას გავუჩინოთ მეტი სურვილი თუ ინტერესი, გამოიყენონ მიწისქვეშა გადასასვლელები. ამისთვის სასურველია, ხელოვანებმა იმუშაონ პირდაპირ ადგილზე, ზოგიერთი ნამუშევარი პროექტის ხანგრძლივობის მთელ მანძილზე იქნება ნაჩვენები, მაგრამ ასევე მოეწყობა ერთჯერადი დროებითი წარმოდგენებიც. ზოგიერთი ნამუშევარის სიცოცხლემ შესაძლოა პროექტის ხანგრძლივობას გადააჭარბოს და გრძელვადიანი ატრაქციონის როლი ითამაშოს, როგორც პრაქტიკული, ასევე ესთეტური კუთხით. ასევე მიზანია, ქალაქის მმართველობის მხრიდან გავამახვილოთ ყირადღება ამ მიწისქვეშა გადასასვლელების აუცილებლობაზე, მათ დასუფთავებაზე და მომხმარებელთათვის მისაღებ მდგომარეობაში მოყვანაზე.
მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, ადგილ-სპეციფიკური ნამუშევრები (განათებები, თუ ხმოვანი ინსტალაციები, ფოტოები, ქუჩის ხელოვნება (street art) და სხვა), რომლებიც შეიქმნება სპეციალურად პროექტისთვის, მიმართული იქნება კონკრეტულად ზემოთხსენებული სოციალურ-პოლიტიკური და პრაქტიკული თემების გათვალისწინებით. თბილისის და ზოგადად ქართული საზოგადოება არ არის მიჩვეული ხელოვნებას საზოგადოებრივ სივრცეში და მასში მონაწილეობას. პროექტით “undergo. the parallels” ჩვენი მიზანია, ფართო საზოგადოება დავუპირისპიროთ არაკონვენციური გზებით ხელოვნების აღქმას და მასთან შეჭიდებას, გრძელვადიანად კი მასთან შეჩვევას და გააზრებას.

მოთხოვნები:
ვინაიდან პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივ სივრცეში და ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ნამუშევრების უსაფრთხოებას, მხატვრული ღირებულების პარალელურად, უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც არ იქნება ძვირადღირებული, ტექნიკურად რთული შესასრულებელი და ავტორი არ მოითხოვს მის უკან დაბრუნებას პროექტის დასრულების შემდეგ. ნამუშევრები უნდა ეხმიანებოდეს ადგილობრივ, თბილისურ და განსაკუთრებით მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებულ საკითხებს და ითვალისწინებდეს მათ სპეციფიკას.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვილი ინფორმაცია pdf ფორმატში ილზე: <infogeoair@gmail.com> (მეილის Subject გრაფაში აუცილებლად მიუთითეთ: კონკურსი "undergo. the parallels"), ან მოიტანოთ გეოეარის ოფისში - ძმები ზუბალაშვილების 56.

1. ნამუშევრის კონცეფცია და ტექნიკური აღწერილობა
2. ნამუშევრის სავარაუდო ბიუჯეტი
3. ავტორის ბიოგრაფია
4. ადრეული ნამუშევრების ამსახველი ორტფოლიო

პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 2 მარტი.

www.geoair.blogspot.com
www.archidrome.blogspot.com
www.geoairresidency.blogspot.com


ჰოპ გალერისტები

29.02.2012 - 12.03.2012
ახალი გალერეა

ბესიკის ქ. 26, თბილისი, საქართველო
+995 322 922 699
info@newgallery.ge
www.newgallery.ge


 

ვორქშოფი "კულტურის სფეროს მენეჯმენტი"

ბრიტანეთის საბჭო, სოროსის ფონდთან და საქართველოს ეროვნული კინემატროგრაფიის ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს განაცხადების მიღებას მათთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს უორქშოფში

კულტურის სფეროს მენეჯმენტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ამ ინიციატივის ოფიციალური პარტნიორია

ზოგადი ინფორმაცია
ამ ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კულტურის სექტორების განვითარებას. უკანასკნელი წლების მანძილზე, აშკარა გახდა, რომ კულტურის სფეროს ლიდერებს საქმიანობის საწყის ეტაპზე ხელმძღვანელობის უნართან ერთად ესჭიროებათ დახმარება მართვის პრაქტიკული უნარების განვითარებაში. შესაბამისად, ამ უორქშოფში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მათ, ვისაც სურს განივითაროს მენეჯმენტის უნარები.
- კულტურული სფეროს მართვის უორქშოფი ყურადღებას გაამახვილებს ხელოვნების და კულტურის დარგში მოღვაწე პირების მენეჯერული უნარების განვითარებაზე, განსაკუთრებით კი, მაყურებელთან მუშაობის, მარკეტინგსა და ფანდ-რეიზინგის მეთოდებზე. სემინარებს ჩაატარებენ გამოცდილი ინგლისელი ტრენერები.
- კულტურის სფეროს მართვის უორქშოფის მონაწილეები უკეთ გაეცნობიან შემოქმედებითი ინდუსტრიის ცნებას და უზარმაზარ პოტენციალს რომელიც ამ სფეროს გააჩნია საქართველოში.

კულტურის სფეროს მართვის უორქშოფის მიზნები:

- საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროს წარმომადგენლებისთვის კულტურის სფეროს მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და წარმატებული მოდელების გაცნობა.
- კვალიფიცირებული კულტურის სექტორის განვითარება: უფრო ანტრეპრენიორული, მოაზროვნე, გახსნილი, თავდაჯერებული და შემდგომ განვითარებასა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე ორიენტირებული კულტურის სექტორის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა.
- ამ სექტორში მომუშავე კოლეგებთან კონტაქტების დამყარების ხელმისაწვდომობა: პარტნიორობისა და თანამშრომლობის განვითარება.
- კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების აუცილებლობის გააზრება.

უორქშოფში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
კულტურის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერები, პროდისერები, კურატორები და ამ სექტორში დასაქმებული სხვა პირები.

საჭირო დოკუმენტები:
სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ შეავსოთ ყველა ნაწილი, ჩამოტვირთეთ მიმაგრებული ფაილი ბრიტანეთის საბჭოს ვებსაიტიდან: http://www.britishcouncil.org/ge-culturalleadershipinternational-arts-georgia.htm
- CV
მონაწილეების რაოდენობა
30

თარიღები
2012 წლის 5-6 მარტი.
სამუშაო ენა
ინგლისური. ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2012 წლის 17 თებერვალი, პარასკევი, 16:00 სთ.

შენიშვნა: ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 30 კაცამდე, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2012 წლის 27 თებერვალს.

ელექტრონული აპლიკაციის ფორმა გამოაგზავნეთ ბრიტანეთის საბჭოში, ხელოვნების პროექტების მენეჯერის მაია დარჩიას ელექტრონულ მისამართზე: maya.darchia@ge.britishcouncil.org
შეკითხვებით დაგვირეკეთ ტელეფონზე: 2 25-04-07

მიშა ნონიკაშვილის პერსონალური გამოფენა

ბაია გალერეა წარმოგიდგენთ
მიშა ნონიკაშვილის პერსონალურ გამოფენას
გახსნა 25.02 .2012
მისამართი შარდენის ქ.#10
2754510; 599 505302



თიბისი არტ გალერეის პრეზენტაცია / ზურაბ ნიჟარაძის პერსონალური გამოფენის გახსნა

22.02.2012 - 05.05.2012
თიბისი არტ გალერეა

მარჯანიშვილის ქ. 7, თბილისი, საქართველო
+995 322 27 27 27

ვახო ბუღაძის გამოფენა "სხეულის თავგადასავალი"

ბაია გალერეა წარმოგიდგენთ
ვახო ბუღაძის გამოფენას -
“სხეულის თავგადასავალი”
გახსნა 17.02.2012. 18 საათზე
გამოფენა გაგრძელდება 24 თებერვლამდე
მისამართი: შარდენის ქ.#10
ტელ. 275 45 10; 599 50 53 02

განცხადება

2012 წლის 11 თებერვალს 97 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა გამოჩენილი თეატრის მხატვარი თეატრალური პრემიის ოქროს ნიღაბი-სა და პრაღის კვადრიენალეს ოქროს მედალის მფლობელი, სსრკ-ს სახალხო მხატვარი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იოსებ სუმბათაშვილი.
იოსებ გიორგის ძე სუმბათაშვილი დაიბადა 1915 წლის 10 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და მიწვეულ იქნა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში მთავარი მხატვარის თანამდებობაზე (1942-47). მხატვრის მიერ ამ წლებში გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია "დავით აღმაშენებელი" (ლ. გოთუა), "მედეა" (ევრიპიდე), "უმზითვო" (ა. ოსტროვსკი)... 1948-59 წლებში ი. სუმბათაშვილი ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარია. გაფორმებული აქვს ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისი" და მრავალი სხვა დადგმა. თეატრში ინტენსიურად მუშაობის პარალელურად ის წარმატებულად მუშაობს როგორც კინოს მხატვარი. შესრულებული აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმისათვის "ქეთო და კოტე" (ვ. აბლიაშვილი), "ცისკარა" (ს. ჭელიძე), "მაგდანას ლურჯა" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე) და სხვა...
1962 წლიდან იოსებ სუმბათაშვილი მოღვაწეობს მოსკოვის სხვადასხვა დრამატულ თეატრებში, მათ შორის: სამხატვრო თეატრში (МХАТ ), ე. ვახტანგოვის სახ. თეატრში, მცირე თეატრში, რუსეთის არმიის აკადემიურ თეატრში (სადაც ის სიკვდილამდე თეატრის მთავარი მხატვარი იყო) ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში. მის მიერ გაფორმებული მრავალი სპექტაკლიდან აღსანიშნავია: "ანტონიუსი და კლეოპატრა"(შექსპირი);" მისტერია ბუფი"(ვ. მაიაკოვსკი), ოპერა "პეტრე პირველი", "ძია ვანია" (ა. ჩეხოვი). სპექტაკლისათვის "ივანე მრისხანეს სიკვდილი" (ა. ტოლსტოი) მან პრაღის კვადრიენალეზე ოქროს მედალი დაიმსახურა...
თავისი ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში იოსებ სუმბათაშვილი თანამშრომლობდა საზღვარგარეთის სხვადასხვა დრამატულ და მუსიკალურ თეატრთან (ა.შ.შ, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, კორეა და სხვა მრავალი . . )

საფეხური–ალექსანდრე რეხვიაშვილი

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია

30.01.2011
თიბისი გალერეა

მარჯანიშვილის ქ. 16. თბილისი, საქართველო
+995 32 27 27 27
www.tbc.ge



„ 3 + 2 “

გალერეა ”ვანდა” (ყოფილი ”Hobby") გიწვევთ გამოფენაზე „ 3 + 2 “ (უშანგი ხუმარაშვილი, ვახტანგ ბუღაძე, ზურაბ გიკაშვილი, თუთუ კილაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი)
გახსნა: 27 იანვარს 18:00
გამოფენა გაგრძელდება: 2012 წლის 5 თებერვლამდე
მისამართი: ჭონქაძის 14. (სოლოლაკი)
ტელ: 032 293 42 86

ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა

25.01.2012-25.02.2012
არტ-ცენტრი "ტიფლის ავენიუ"

გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, ტატო ახალკაციშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, გელა მანჯავიძე, კოკა ცხვედიანი, პაპუნა პაპასქირი, ნინო ფერაძე, ლეილა შელია, კახაბერ ტატიშვილი, გია მირზაშვილი და სხვ.


ქანდაკების საშობაო გამოფენა

07.01.2012-31.01.2012

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცე
კალისტრატე ქუთათელაძის ქ. 6, თბილისი, საქართველო
+995 32 392 902
+995 32 397 929
+995 32 390 967







Search