გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
მწერალთა მუზეუმი დაარსდა 1930 წელს მთაწმინდაზე, მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში. 1938 წელს ამჟამინდელ შენობაში (ყოფილი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე) დაიდო ბინა და საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი ეწოდა.
მუზეუმს აქვს ორი საგამოფენო და ერთი თეატრალური დარბაზი, სადაც იმართება დროებითი გამოფენები, არტაქციები, დისკუსიები, წიგნების პრეზენტაციები, ლიტერატურული საღამოები, კინო–ჩვენებები.
ხელმძღვანელი – ლაშა ბაქრაძე

პრიორიტეტული მიმართულებები
მუზეუმში დაცული კოლექციების (ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრების, ფოტო-დედნების, ხელნაწერების, მემორიალური ნივთების, უნიკალური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების) გამოფენა-პოპულარიზაცია
თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენები _ ფერწერა-გრაფიკაში, ქანდაკებაში, ფოტოგრაფიაში, კინოხელოვნებაში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით
საერთაშორისო პროექტები

გამოფენები
2011 „ბუსტროფედონი“, 1910-1920-იანი წლების ქართულ/ტფილისური ავანგარდის გამოფენა
გამოფენა "ალექსანდრე ყაზბეგის კავკასიური საგა"
ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნის "შუშანიკის შვილების" წარდგენა.
გეოეარის დისკუსია ,,სამხატვრო გალერეის როლი ხელოვანის კარიერაში“.
მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო _ წიგნის ,,პოსტსაბჭოთა შპაგატის" პრეზენტაცია.
ქართველ მწერლებზე შარჟებისა და კარიკატურების გამოფენა.
დისკუსია საგამომცემლო საქმიანობის პრობლემებზე საქართველოში (საუბრობდნენ ბაკურ სულაკაური, თამარ ლებანიძე, ბესო ხვედელიძე, მოდერატორი _ ლაშა ბაქრაძე)
გეოეარის დისკუსია _ თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, კულტურისა და ხელოვნების კვლევის ლაბორატორია (დიალოგების სერია თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები).გეოეარის დისკუსია _ საქართველოში არტ კრიტიკის შესახებ.
ნიდერლანდების საელჩოსთან ერთად ,,სითი ბუქსის" პროექტის ფარგლებში – შეხვედრა და საუბარი ნიდერლანდელ მწერალ ფრანკ ვესტერმანთან. ავტორის მიერ ფრაგმენტების კითხვა წიგნიდან ,,არარატი“.
1910-1920-იანი წლების ქართულ/ტფილისური ავანგარდის გამოფენა ,,ბუსტროფედონი“, ლიტერატურის მუზეუმის გამოცემების _ ქართველი ფუტურისტების ჟურნალის H2SO4 რეპრინტისა ,,ქართული ლიტერატურული ჟურნალების“ ოთხტომეულის პირველი წიგნის პრეზენტაცია.
ლიტერატურის მუზეუმის, გეოეარისა და სახელოვნებო-საპროექტო ორგანიზაციის ,,ბას“ პროექტი _ ხელოვანების მიერ შექმნილი წიგნების გამოფენა და ამ ტიპის ნამუშევრების შესახებ დისკუსია (საღამოს უძღვებოდნენ ,,ბასის" დამფუძნებელი ბანუ ჯენეტოღლუ და ფილიპინ ჰუგენი).
თამთა მელაშვილის ,,გათვლა“ პრეზენტაცია და საუბარი ავტორთან (მოდერატორი: ლაშა ბაქრაძე).
1910-1920-იანი წლების ქართულ/ტფილისური ავანგარდის გამოფენა „ბუსტროფედონის“ ფარგლებში ქართული ავანგარდული ფილმების ჩვენება (უძღვებოდნენ: ლაშა ბაქრაძე, გოგი გვახარია და თეო ხატიაშვილი)
კობა გურულის ნამუშევრების გამოფენა და ლექსების კრებულის ,,ძახილი უდაბნოში" პრეზენტაცია.
პროექტის ,,სითი ბუქსი“ ფარგლებში _ შეხვედრა მწერალ სტეფან ჰერგტმანსთან ავტორი მიერ ფრაგმენტების კითხვა ესედან ,,მედეა“.
ამერიკის საელჩოს სპექტაკლი.
ზაზა აბზიანიძისა და ქეთევან ელაშვილის „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედიის“ გამოცემის პრეზენტაცია.
პირველი ქართული ონლაინ რომანის ,,ამათი პრობლემები მოგვცა“ პრეზენტაცია (ავტორი უნბესიტო).
ახალგაზრდა გერმანელი და ქართველი პოეტების ლექსების კითხვა ,,პოეთრი სლემ“.
გეოეარის დისკუსია - ხელოვნების დაფინანსების წყაროები.
თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა ,,კავკასია“ და თომას დვორჟაკის ტური ფოტოხელოვნების შესახებ.
გამოფენა Mail Art (ფოსტის ხელოვნება).
"ირიბი მოქმედების თეატრი“, პოეტური პერფორმანსი.
ნიუ-იორკში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მხატვრის _ ლადო ფოჩხუას პერსონალური გამოფენა ,,ნამუშევრები კრამერის ქუჩიდან, ნიუ-იორკი, 2009-2011“.
შეხვედრა და საუბარი ზაზა ბურჭულაძესთან მისი ბოლო წიგნის ,,გასაბერი ანგელოზის“ შესახებ.
კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი _ ,,რუსეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი: ექნებათ თუ არა მათ საერთო მომავალი?“
ამბაკო ჭელიძის წიგნის ,,ფერეიდნელი ქართველები" პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა ,,ფოტოები XX საუკუნის 20-იანი წლების ირანიდან“ (მათ შორისაა ირანელი ცნობილი ფოტოგრაფის ანტუან სევრუგინის ფოტოები). 30 ივნისი, 18:00 • გეოეარის დისკუსია ,,ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში“.

2010
იგორ ობოლენსკის წიგნის "Судьба красоты" პრეზენტაცია და გამოფენა „ქართველი ლამაზმანი ცოლები“.
გიორგი შატბერაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა "კულტურული მრავალფეროვნება საქართველოში".
არტ-აქციები ლიბ.ჯე-სთან ერთად: თეონა დოლენჯაშვილისა და ბექა მოლაშვილის პერფომანსი "ფიდია"; დავით ჩიხლაძის მუსიკალური პერფომანსები: "წითელ დროშას", "სამზარეულოს დრამა", "მეტრო".
არტ-საღამო ლიბ.ჯეს-თან ერთად "თეთრი, წითელი, ლურჯი". რუსუდან ქევანიშვილის ძაფით მხატვრობა.
ინტერდისციპლინარული ვორქშოფი და გამოფენა "სიტყვები"
ოთარ ფანასკერტელი-ციციშვილის ფოტოკოლაჟების გამოფენა "მსოფლიო კინოს ვარსკვლავები".
ქართულ-ავსტრიული გამოფენა "ქანდაკების დეფინიციის შესახებ".
ფოტოგამოფენა "მე-8 დღე".
გერმანული ხელნაკეთი წიგნების გამოფენა (ჯგუფი "ტრიუფელი" თბილისში).
გურამ წიბახაშვილისა და პიტერ ვანდერმეერის ფოტოგამოფენა "ლიმბო" /1980-იანი წლების ქართველი კინორეჟისორები/.
დავით შუღლიაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.
2009
თბილისის სტამბის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი უნიკალური წიგნების გამოფენა.
საბავშვო მწერალთა გამოფენა.
ფოტოგამოფენა „ძველი თბილისი“ (თბილისი ხედები, შენობების ფასადები და ინტერიერები).

2008
ილია ჭავჭავაძის გამოფენა.
ექვთიმე თაყაიშვილის გამოფენა.
ქართველ მწერალთა (გრიგოლ რბელიანი, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ლადო ასათიანი, ტერენტი გრანელი, რევაზ ინანიშვილი) ნახატების გამოფენა.
ნოდარ დუმბაძის გამოფენა.
მოსწავლეთა კონკურსი „ლიტერატურული პორტრეტები“.
ლიტერატურული კონკურსი „ვკითხულობთ რუსთაველს“.

საექსპოზიციო დარბაზების ფართობი
I სართულის დარბაზები - 280 კვ. მ.
I დარბაზი - 47 კვ. მ.
II დარბაზი - 53 კვ. მ.
III დარბაზი - 90 კვ. მ.
IV დარბაზი - 90 კვ. მ.

II სართულის დარბაზები - 162 კვ. მ.
I დარბაზი - 34 კვ. მ.
II დარბაზი - 38 კვ. მ.
III დარბაზი - 35 კვ. მ.
IV დარბაზი - 55 კვ. მ.

საკონტაქტო ინფორმაცია
0108, ჭანტურიას ქ. 8, თბილისი, საქართველო
+995 32 2 932 890/2 998 667/ 2 935 019
+995 32 2 988 667
info@literaturemuzeum.ge
www.literaturemuseum.ge







Search