დ. კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა
დ. კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
“დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა” 1967 წელს დაარსდა.
გალერეის საქმიანობის სფეროა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, გამოფენების მოწყობა.
გალერეის ფონდებში დაცულია ცნობილ ქართველ კლასიკოს მხატვართა ნაწარმოებები /სულ 3000-მდე: ფერწერა, გრაფიკა ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება/. ასევე, საერთაშორისო პლენერების დროს შექმნილი თანამედროვე, ევროპელი მხატვრების ნაწარმოებები. გალერეა შედგება ოთხი საგამოფენო დარბაზისგან, აქედან, ორი განკუთვნილია მუდმივი ექსპოზიციისათვის დანარჩენი კი პერიოდული გამოფენებისთვის. საგამოფენო დარბაზი ქირავდება.
გალერეის დირექტორი – ელისო ჩოგოვაძე /ხელოვნებათმცოდნე/ +995 99 253 575

სტრატეგია/პრიორიტეტული მიმართულებები
გალერეის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, მისი განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრების გამოვლენა და მათი პოპულარიზაცია; ხალხური რეწვის ოსტატთა შემოქმედების მხარდაჭერა. თემატური ღონისძიებების ჩატარება მუსიკისა და პოეზიის თანხლებით. საიუბილეო თარიღების აღნიშვნა. იმავდროულად, გალერეა მნიშვნელოვნად მიიჩნევს რეგიონალური მხატვრობის წვლილის წარმოჩენას საერთო ეროვნულ მხატვრულ მემკვიდრეობაში და მისი საერთაშორისო იმიჯის შექმნას.

საკონტაქტო ინფორმაციაგალერეა მუშაობს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 10.00 დან 18.00
რუსთაველის ქ. #8, ქუთაისი, საქართველო

(431) 25 27 52
+995 99 253 575
+995 231 4 23 29

artgallery67@mail.ru






Search