ტიფლის ავენიუ
ტიფლის ავენიუ

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
არტ ცენტრი “ტიფლის ავენიუ” მდებარეობს თბილისის ძველ უბანში მეფე ერეკლე II ქ. და იგი სპეციალიზირდება თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციაში. “ტიფლის ავენიუ” სთავაზობს პროფესიონალ არტისტებს პლატფორმას წარმოადგინონ მათი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისათვის, და ამავდროლუად იგი აძლევს საზოგადოებას უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოს ქართულ სახვით ხელოვნებას მის მთელ მრავალფეროვნებაში.
დამფუძნებლები
: ეკა მაჭარაძე, ივა ხოხლოვი
დირექტორი: ეკა მაჭარაძე
არტ-მენეჯერი: თაკო ძაგანია

გამოფენები, აქციები
2012ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა (გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, ტატო ახალკაციშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, გელა მანჯავიძე, კოკა ცხვედიანი, პაპუნა პაპასქირი, ნინო ფერაძე, ლეილა შელია, კახაბერ ტატიშვილი, გია მირზაშვილი და სხვ.)
"შენი საიდუმლო" – ვახტანგ (ტატო) ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა

2011
”ზოლიანი პერიოდი”, სანდრო ჩხაიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა
”ფერწერის ძიებაში”, თანამედროვე ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, 80- იანი წლების მხატვრები და ერთი ახალგაზრდა მხატვარები; წარმოდგენილი მხატვრები: ლევან ლაღიძე, გელა მანჯავიძე, შალვა მატუაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, პაპუნა პაპასკირი

2010
კახაბერ ტატიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა
ოცნება #5, დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებული ქალების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა
თანამედროვე არტის კონცეფცია, თანამედროვე ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა: კოკა ცხვედიანი, მამუკა ჯაფარიძე, მურთაზ შველიძე, მიშა შენგელია, გია ბასილაშვილი
მამუკა გიორგაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა
სოფო გონგლიაშვილის ტიხრული მინანქრისა და ავეჯის გამოფენა
”ბროწეულის ზღაპრები”,ზურა გომელაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა
კოკა ცხვედიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა
საქველმოქმედო აქცია “იყავით ჩვენთან ერთად” უნარშეზღუდული ადამიანების დასახმარებლად. წარმოდგენილი მხატვრები და მოქანდაკეები: ბესო არბოლიშვილი, ჯონი გოგაბერიშვილი, გია გუგუშვილი, გენო ზაქარაია, ედმონდ კალანდაძე, ლევან ლაღიძე, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, შალვა მატუაშვილი, თემო მაჭავარიანი, თენგიზ მირზაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, ირაკლი სუთიძე, ირაკლი ფარჯიანი, თამაზ ხუციშვილი

ივლისიდან “ტიფლის ავენიუ” “ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეასთან” ერთად ახორციელებს პროგრამას “ინტეგრაცია ხელოვნების მეშვეობით” რომლის ფარგლებში იგეგმება ხატვის გაკვეთილები და სხვა კულტურული და სოციალური ღონისძიებები უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად.

გალერეის ფართობი: 140 კვ.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტიფლის ავენიუ მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა
სამშაბათი - კვირა 12:00- 21:00
+995 77 506 450
+995 32 982 014
www.tiflisavenue.com
info@tiflisavenue.com







Search