სიახლეები
ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა
ბაია გალერეა" გიწვევთ ირაკლი ფარჯიანის პერსონალურ გამოფენაზე. გამოფენა ეძღვნება მხატვრის დაბადების დღეს.გახსნა 22 მაისს, 19 საათზე.
გამოფენა გაგრძელდება 28 მაისამდე.
მაია რამიშვილის და მამუკა დიდებაშვილის გამოფენა
დავით კაკაბაძე - რეტროსპექტივა
18.05.2013 - 10.07.2013საქართველოს ეროვნული გალერეა - დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
მისამართი: რუსთაველის 11, თბილისი, საქართველო
დავით გაგოშიძეს პერსონალური გამოფენა
14.05.2013-20.05.2013ბაია გალერეა წარმოგიდგენთ დავით გაგოშიძის პერსონალურ გამოფენას.
მისამართი შარდენის ქ.#10
ანტონ ბალანჩივაძის პერსონალური გამოფენა
28.04.2013-08.05.2013ბაია გალერეა წარმოგიდგენთ ანტონ ბალანჩივაძის პერსონალურ გამოფენას.
გახსნა-28 აპრილს, 19.00 საათზე.
მისამართი შარდენის ქ.#10
ლევან ბუჯიაშვილის პერსონალური გამოფენა
17.04.2013-18.04.2013 ბაია გალერეა გიწვევთ ლევან ბუჯიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე. წარმოდგენილი იქნება ქანდაკებები.გამოფენის გახსნა 17 აპრილს, 12 საათზე.
ჯემალ კუხალაშვილის პერსონალური გამოფენა-"ნოსტალგია"
16.04.2013-26.04.2013გალერეა შარდენი გიწვევთ ჯემალ კუხალშვილის პერსონალურ გამოფენაზე.
წარმოდგენილია 80-იანი წლებში შესრულებული ფერწერა.
კოტე ჯინჭარაძის პროეტი "ამნეზია"
12.04.2013 – 14.04.2013საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ მხატვარ კოტე ჯინჭარაძის პროექტს სახელწოდებით ,,ამნეზია".
გამოფენაზე წარმოდგენილია კოტე ჯინჭარაძის ნამუშევრები, რომლებიც თემატურად ისტორიაში არსებულ, დავიწყებულ და განგებ ყურადღების მიღმა დარჩენილ რეალობას ასახავს.
მხატვრის ინტერპრეტაცია ვრცელდება სამ სხვადასხვა სივრცით ინსტალაციაზე, რომლებიც აზრობრივად და ფორმისეულად უკავშირდება როგორც ერთმანეთს, ასევე სერთო თემას.
ჩაბნელებულ სივრცეში ფერის აქცენტები, ნეონის განათებით შექმნილი ეფექტები, კოტე ჯინჭრაძის ერთ-ერთი მხატვრული ჩანაფიქრია. მისი აზრით, კაცობრიობის ისტორიაში არსებული მთავარი და დაკარგული მოტივები, მეტაფორებით გამოისახება. ინსტალაციაში გამოყენებულია ნეონის განათება, ლითონისა და ხის კონსტრუქციები, ასევე სხვადასხვა საგნები და ობიექტები. პროექტი ადამიანის მეხსიერების ინდივიდუალურ მახასიათებლებს იკვლევს.
მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი
Victoria
11.04.2013 – 05.05.2013საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ სამი ქართველი მხატვრის: ოლეგტიმჩენკოს, ვახო ბუღაძისა და უშანგი ხუმას ნამუშევრების გამოფენას,,Victoria".
სამივე მხატვრის პროექტი განსხვავდება როგორც კონცეფციით, ისე მკვეთრად გამოხატული ხელწერით. მხატვრების სურვილი იყო საკუთარი პროექტების ერთდროულად წარდგენა. რადიკალურად განსხვავებულითემატიკის უკეთ წარმოსაჩენად, აღნიშნული გამოფენის საინიციატივო ჯგუფმა, ეროვნული გალერეის პირველი სართულის საგამოფენო სივრცე შეარჩია.
ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულიმუზეუმი და "გალა გალერეა".
პროექტის მხარდამჭერია ,,კავკასუს ონლაინი".
მისამართი: ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11, თბილისი, საქართველო
ნინო მორბედაძის პერსონალური გამოფენა
10.04.2013-17.04.2013"ბაია გალერეა" და "კამპა არტ პროექტი" წარმოგიდგენთ ნინო მორბედაძის ნამუშევრების გამოფენას და რეპროდუქციების კრებულის პრეზენტაციას.
მისამართი - შარდენის ქ.#10, თბილისი, საქართველო
ამირ კაკაბაძის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა
გალერეა „ვანდა“ გიწვევთამირ კაკაბაძის წიგნის პრეზენტაციასა და გამოფენაზე
პარასკევს, 5 აპრილს, 19:00 საათზე
დ.ჭონქაძის #14
+995 32 293 42 86
გალერეა მუშაობს ყოველ დღე 12:00-19:00
vandahobby@hotmail.com
www.vandagallery.com
ჰიპერპოზიცია - ინსტალაციიდან სკულპტურამდე
05.04-18.04.2013საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
ლადო გუდიაშვილის ქ. 1. 0105, თბილისი, საქართველო
კონსტანტინე მინდაძისა და მანუჩარ ოქროსცვარიძის პროექტი "ჰიპერპოზიცია" მოიცავს იმ ვიზუალურ შედეგებს და ფაზებს, რომლებიც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიან. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება სივრცული ინსტალაციიდან, იგივე მასალის გამოყენებით, პერმანენტულ სკულპტურაში გარდასახვის ხელოვნება.
წარმოდგენილი ნამუშევრები დამთვალიერებლებს სივრცის ახლებურად გააზრებასა და იმ პროცესების მხატვრულად გაანალიზების საშუალებას მისცემს, რომელიც აზროვნებას, მეხსიერებას, გაცნობიერებასა და იდენტიფიკაციას უკავშირდება.
პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ავტორები ჩაატარებენ მასტერკლასებს და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სტუდენტებს.
„არაჩვეულებრივი გამოფენა“
02.04-16.04.2013ლიტერატურის მუზეუმი
გიორგი ჭანტურიას 8, 0108, თბილისი, საქართველო
ეთერ ჭკადუას, კოტე ყუბანეიშვილის, დიმა ცუცქირიძის, გიო ცუცქირიძის, გოგიტა ჭყონიას და გოჩა ჭკადუას ნამუშევრების „არაჩვეულებრივი გამოფენა“ თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან ტრადიციას - სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების თანამშრომლობას ეხმაურება. დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესის, გასნხვავებული გამომსახველობითი ენისა და პოზიციის ერთ სივრცეში გაერთიანებით, გამოფენა მონაწილე ხელოვანთა მრავალწლიანი ურთიერთობის აუცილებელ კომპონენტს - ემოციურ და ინტელექტუალურ ურთიერთგავლენას და თანამედროვე ხელოვნების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის არსებულ საზღვრებს იკვლევს.
მაგდა გურული
გამოფენა "ფერადი ხილვები"
02.04-07.04.2013საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
სიონის ქ. #8, თბილისი, საქართველო
გამოფენაზე წარმოდგენილია ახალგაზრდა მხატვრის გიორგი დანიბეგაშვილის 25 ფერწერული ტილო სერიებიდან: მოგზაურობა ნიუ იორკში, შობის მისტერია, მოჩვენებითი სახეცვლილება, არისტოკრატები ემიგრაციაში, ზარატუსტრას სიზმარი, სათნოებათა კიბე.
“ფერადი ხილვები” ავტორის დროსთან დამოკიდებულებას გამოხატავს. მხატვარი თვლის, რომ ხელოვნება წარსულსა და მომავალში გამოხატული ისტორიაა, აწმყო კი - მხოლოდ პირობითობა. პროექტი დამთვალიერებელს მხატვრის აბსტრაქტულ ფერწერას წარუდგენს. ნამუშევრები მისი “ფერადი ხილვების” შედეგად შეიქმნა და ფერთა თავისებური აღქმითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა.
კოტე სულაბერიძის გამოფენა-"გზაჯვარედინის შემდეგ
30.03.2013- 8.04.2013ბაია გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას: კოტე სულაბერიძე - "გზაჯვარედინის" შემდეგ. სოტბის სააუქციონო სახლის გამოფენა "გზაჯვარედინზე" მონაწილე მხატვრის კოტე სულაბერიძის ნამუშევრების გამოფენა და ბუკლეტის პრეზენტაცია.
ჩახოს პერსონალური გამოფენა
29.03 2013-12.05.2013თიბისი ბანკი და თიბისი არტ გალერეა გიწვევენ ჩახოს პერსონალური გამოფენის გახსნაზე 2013 წლის 29 მარტს, პარასკევს, 18-20 საათზე
ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების ნამუშევართა გამოფენა ,,ილუსტრირებული მელოდიები".
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი 2013 წლის 22 მარტს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ გასული საუკუნის ე.წ. 60-ელ მხატვართა თაობის წარმომადგენლების, ტყუპი ძმების, ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების ნამუშევართა გამოფენას ,,ილუსტრირებული მელოდიები".
ვერნისაჟი სოლოლაკში
გალერეა "ვანდა"ჭონქაძის ქ. #14, თბილისი, საქართველო
+995 32 293 42 86
+995 599 56 99 71
vandahobby@hotmail.com
www.vandagallery.com
ლევან ხარანაულის გამოფენა
19.03.2013 - 27.03.2013გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
გიორგი ჭანტურიას 8, 0108, თბილისი, საქართველო
www.literaturemuseum.ge
თანამედროვე ქართველ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა
07 . 03. 2013 – 25 .03. 2013ხელოვნების მუზეუმი
2013 წლის 7 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენას.
დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს თანამედროვე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების აღიარებულ და ახალგაზრდა შემოქმედთა ჟანრობრივად მრავალფეროვანი ახალი ნამუშევრები - პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, გობელენი, ბატიკა და ა.შ. ექსპონირებული იქნება აგრეთვე სხვადასხვა მასალით შესრულებული ქანდაკებები.
გამოფენა გაგრძელდება 25 მარტამდე.
მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1
ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს მუზეუმებში
06.O3.2013 – 28.03.2013ხელოვნების მუზეუმი
2013 წლის 6 მარტს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "ნაპოლეონი და მისი ეპოქა საქართველოს მუზეუმებში".
გამოფენის მიზანია ნაპოლეონის - მსოფლიო ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი ფიგურის პორტრეტის შექმნა და მისი ეპოქის გაცოცხლება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ცნობილ იტალიელ და ფრანგ ხელოვანთა: ჟაკ-ლუი დავიდის, ანტუან გროს, ლუი მილეს, ჟან-ბატისტ იზაბეს, ჟიულ ბუალის, ოგიუსტ ვოშელე, ანტონიო კანოვას, ლორენცო ბარტოლინისა და სხვათა 57 ნამუშევარი (ორიგინალები და ასლები), აგრეთვე ნაპოლეონის სახელთან დაკავშირებული ცნობილი ფრანგული და რუსული, სევრისა და კუჩკინის მანუფაქტურების კერამიკისა და ლითონის ნაწარმი.
მისამართი- შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. #1.
არჩევანი
05.05.2013 – 15.05.2013თბილისის ისტორიის მუზეუმი
2013 წლის 5 მარტს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ შოთა ორველაშვილის გამოფენას "არჩევანი".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შოთა ორველაშვილის, საერო ცხოვრებაში, სხვადასხვა წლებში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. ამჟამად შოთა ორველაშვილი მღვდელმსახურია.
მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).
ჰელგა პარისი. ფოტოგრაფია
01.03. 2013 – 23.03. 2013თბილისის ისტორიის მუზეუმი
2013 წლის 1 მარტს 18:00 საათზე უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa) და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ცნობილი ფოტოგრაფის, ადამიანის უფლებათა დამცველის, ჰელგა პარისის ფოტოგამოფენას.
თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ჰელგა პარისის ფოტოები, საქართველოში და სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი სერიები.
მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).
როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა "პარალელური რეჟიმი"
გალერეა "ვანდა" გიწვევთ როკო ირემაშვილის პერსონალურ გამოფენაზე "პარალელური რეჟიმი" (ფერწერა,გრაფიკა) გახსნა: პარასკევს 1 მარტს. 19.00 საათზე
მის:დ.ჭონქაძის ქ. #14
ტელ: +995 32 293 42 86
www.vandagallery.com
გალერეა მუშაობს ყოველ დღე
12:00-19:00
დარეჯან სებისკვერაძის პერსონალური გამოფენა
ბაია გალერეათბილისი, შარდენის ქ#10
23.02.2013-27.02.2013
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დარეჯან სებისკვერაძის 35 ახალი ნამუშევარი.
“All you need is Love”
12.02.2013-28.02.2013გალერეა "ვანდა"
დ. ჭონქაძის ქ. #14
+995 32 293 42 86
vandahobby@hotmail.com
www.vandagallery.com
გალერეა მუშაობს ყოველ დღე 12:00-19:00
STEFFI AND 17 RADIATORS
ჯგუფური გამოფენა / ფოტოგრაფია, ვიდეო , ინსტალაცია/კურატორი - შტეფი შონე / თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი / ფოტოგრაფიის ფაკულტეტი
გახსნა / 2 თებერვალი / 16:00
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა / ალექსიძის ქ. 1/4
გამოფენა გრძელდება 10 თებერვლამდე
ორშაბათი - პარასკევი 11-17:00
შაბათი - კვირა 11-15:00
პეტრე ოცხელის პრემია
პროექტის შესახებ„პეტრე ოცხელის პრემია“ წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სახვითი ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა და არსებული მხატვრული ტენდენციების გამოვლენა. პროექტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს მასშტაბური ჯგუფური გამოფენა ეროვნულ გალერეაში. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან მხატვარს. კონკურსი სამ ეტაპად განხორციელდება. გამარჯვებული ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრემია.
ნომინაციები:
1. წლის საუკეთესო მხატვარი - პრიზი 5000ლარი
2. წლის აღმოჩენა/30 წლამდე მხატვარი/ - პრიზი 3000 ლარი
3. წლის საუკეთესო მულტიმედიური პროექტი - პრიზი 3000 ლარი
კონკურსის პირობები და პროცედურები
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან მხატვარს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსი და ამჟამად მოღვაწეობს საქართველოში.
- შეზღუდულია მხოლოდ მე–2 ნომინაციაში მონაწილეობის მსურველთა მიღების ასაკი /30 წლამდე / განაცხადის მიღების მომენტში/
- შესარჩევად მიიღება მხოლოდ დასრულებული ნამუშევრები (ესკიზები და დაუსრულებელი პროექტები არ განიხილება)
- შესარჩევად წარმოდგენილი ნამუშევრების რაოდენობა რეგლამენტირებულია თითოეული ნომინაციისთვის:
1. წლის მხატვარი: 3 ნამუშევარი
2. წლის აღმოჩენა: 3 ნამუშევარი
3. წლის მულტიმედიური პროექტი: 2 პროექტი
ჟიური
კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა ანონიმურია. ქართველ პროფესიონალებთან ერთად გათვალისწინებულია საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობაც.
შერჩევის პროცესი
კონკურსი განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი
ელექტრონული ფოსტით შემოსული განაცხადები თავს იყრის დახურულ ელექტრონულ ბაზაში, რომელიც გადაეცემა ჟიურის თითოეულ წევრს /ელექტრონული ფოსტით არ მიიღება მხოლოდ ვიდეო-მასალა/. ჟიური თითოეულ ნამუშევარს შეაფასებს 10–ბალიანი სისტემით. მიღებული შედეგების საფუძველზე შედგება გამოფენაში მონაწილე ავტორთა სია.
თითოეულ ნომინაციაზე წარდგენილ მხატვართა რიცხვი წინასწარ არის განსაზღვრული:
წლის საუკეთესო მხატვარი - ჟიური შეარჩევს 50 მხატვარს
წლის აღმოჩენა - ჟიური შეარჩევს 5 მხატვარს
წლის საუკეთესო მულტიმედიური პროექტი - ჟიური შეარჩევს 5 პროექტს.
პირველ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას ეროვნულ გალერეაში ორგანიზებულ გამოფენაში.
II ეტაპი
მეორე ეტაპი ხორციელდება გამოფენის რეჟიმში. ნამუშევრები ისევ 10–ბალიანი სისტემით შეფასდება. ამ ეტაპზე შეფასებაში ჩაერთვებიან გამოფენის დამთვალიერებლებიც. ამდენად ფინალისტების გამოვლენა მოხდება ჟიურის და საზოგადოების ქულების დაჯამებით.
გამოფენის მონაწილეებიდან გამოიკვეთება 9 ფინალისტი: 3–3 თითო ნომინაციაში.
III ეტაპი
მესამე ეტაპი მოიცავს გამარჯვებულების გამოვლენას და დაჯილდოების ცერემონიას.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს პირობების გაცნობას, დაცვას და გაზიარებას. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.
მითითებები:
1. განაცხადის შემოტანის უფლება აქვს ავტორს და ავტორის ნებართვით მესამე პირს.
2. მონაწილეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ ნამუშევრები მხოლოდ ერთ ნომინაციაზე.
3. კონკურსში შესარჩევად მიიღება მხოლოდ 2010–2012 წლებში შექმნილი ნამუშევრები
დამატებითი ინფორმაცია
ნომინაცია "წლის მხატვარი" - მხატვარს მასალისა და თემის არჩევანის სრული თავისუფლება ეძლევა, შეზღუდულია მხოლოდ ზომები. მაქსიმალური ზომა 150X150 სმ.
ნომინაცია "წლის მულტიმედიური პროექტი" - ინსტალაცია შესაძლებელია შესრულებული იყოს ნებისმიერ ორგანულ და არაორგანულ მასალაში. მაქსიმალური ზომები – 150/150/150 . ფინალისტების სიაში მოხვედრილი ინსტალაციის ავტორი ვალდებულია უხელმძღვანელოს ინსტალაციის მონტაჟს და უზრუნველყოს საჭირო ტექნიკური საშუალებები.
ნებისმიერი მოძრავი/ვიდეო გამოსახულება მოგვაწოდეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის DVD ფორმატში.
კონკურსის სააპლიკაციო ფორმები:
წლის საუკეთესო მხატვარი
წლის აღმოჩენა
მულტიმედიური პროექტი
განაცხადები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ინფორმაციის გავრცელების დღიდან ამა წლის 31 იანვრამდე, მისამართზე: otskheli.award@gmail.com
მულტიმედიური პროექტის შემთხვევაში, გთხოვთ, მასალა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 215 –73 –00
ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა "ზეწრებში გახვეული"
გალერეა "ვანდა" გიწვევთ ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე "ზეწრებში გახვეული". გახსნაზე წარმოდგენილ იქნება ლევან მინდიაშილისა და უტა ბექაიას ერთობლივი პერფორმანსი.შაბათს, 19 იანვარს, 14 საათზე გაიმართება დიალოგი ხელოვანთან.
მისამარით: ჭონქაძის ქ. #14